დასანქცირდნენ რუსული კანონის შემოქმედები
MediaGroup Metronome 0

დასანქცირდნენ რუსული კანონის შემოქმედები

622 people have signed this petition. Add your name now!
MediaGroup Metronome 0 Comments
622 people have signed. Add your voice!
1%
Maxine K. signed just now
Adam B. signed just now

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ქართველი ხალხის ნება, დასანქცირდეს „რუსული კანონის“ შემოქმედები, რომლებიც ქვეყანას ართმევენ მოქალაქეების ევროპულ არჩევანს. საფრთხეს უქმნიან ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რაც საქართველოს კონსტიტუციითაა განსაზღვრული .

საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა და მოსახლეობის ყოველდღიურმა პროტესტმა კიდევ ერთხელ აშკარა გახადა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ მომავალს. თუმცა, აშკარაა რომ საერთაშირისო ორგანიზაციებისა და ქვეყნის პარტნიორების რეკომენდაციების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ არ ცვლის პოზიციებს და პირიქით ახორციელებს რეკეტს, ცემას, დაშინებას და პოლიტიკურ რეპრესიებს მოქალაქეებზე, რის გამოც გვსურს საქართველოს მოქალაქეების სურვილით შევქმნათ პეტიცია - გაავრცელონ შესაბამისი ფინანსური და სავიზო სანქციები მათზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომელშიც მოიაზრებიან:

“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, საბჭოს წევრები, მთავრობის წევრები, „რუსული კანონზე“ ხელისმომწერი ყველა დეპუტატი. მიგვაჩნია, რომ რადიკალური ზომების მიღებისა და მმართველო პარტიისთვის დისკომფორტის შექმნის გარეშე, გარდაუვალია ქართველი ხალხის ნების აღსრულება - გახდეს ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ქართველი ხალხის ურყევი ნება დადასტურებულია პეტიციაზე ხელმოწერით


ვის:

ევროკავშირი
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
აშშ
გაერთიანებული სამეფო



Share for Success

Comment

622

Signatures